პეტერბურგის საავადმყოფო სასუნთქ აპარატებს დროებით არ გამოიყენებს

პეტერბურგის წმინდა გიორგის სახელობის კლინიკაში გაჩენილი ხანძრის გამო, საავადმყოფო გარკვეული სახის სასუნთ აპარატებს აღარ გამოიყენებს. 

რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი სასუნთქი აპარატების მუშაობას დააკვირდებიან, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულთა პაციენტებისთვის იყენებენ.

ცეცხლი საავადმყოფოს მე-6 სართულზე, რეანიმაციის განყოფილებაში გაჩნდა. იქ კორონავირუსიან ავადმყოფებს მკურნალობდნენ. სასუნთქი აპარატები კლინიკაში მაქსიმალური დატვირთვით, ფაქტობრივად ზღვარზე მუშაობს. ისინი, სავარაუდოდ, გადახურდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. საავადმყოფოს წარმომადგენლებმა მოგვიანებით დაადასტურეს, რომ ყველა გარდაცვლილი COVID-19-ით იყო ინფიცირებული.