პეტერბურგში კარანტინიდან კოვიდინფიცირებული პაციენტი გაიქცა

რუსეთის ქალაქ პეტერბურგში პოლიცია მამაკაცს ეძებს, რომელიც COVID-19-ით არის ინფიცირებული. ის ვრედენის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან გაიქცა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

მედიის ცნობით, მამაკაცმა ქალაქი დატოვა და ამჟამად მისი ადგილმდებარეობის დადგენა მიმდინარეობს.

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს 50 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 794-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 6198-ით გაიზარდა და 87 147-ს მიაღწია. შტაბის განცხადებით, ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტს სიმპტომები არ აღენიშნება.