პეტერბურგში მამაკაცმა ექვსი ბავშვი მძევლად აიყვანა

შეიარაღებულმა პირმა სანკტ-პეტერბურგის გარეუბანში მდებარე ბინაში ექვსი ბავშვი მძევლად აიყვანა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

”მამაკაცი ბინაში ჩაიკეტა, წინასწარი მონაცემებით, ბავშვებთან ერთად და ემუქრება მათ”, - ამბობენ თვითმხილველები.

მეზობლების ცნობით, ბინაში ექვსი ბავშვი ცხოვრობს.

სხვა დეტალები, ასევე მომხდარის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

რუსული მედია წერს, რომ მამაკაცი 42 წლისაა, ის დაცვაში მუშაობდა და ბოლო დროს ხშირად სვამდა.