პეტრო პოროშენკოს კორონავირუსი აქვს

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილია და ის სახლში მკურნალობს.

"მივიღე COVID-ზე დადებითი პასუხი. ახლა მაგის დრო არ არის. ვწუხვარ, რომ იძულებული ვარ, დროებით შევწყვიტო რეგიონებში სიარული. ბოლო 6 წლის განმავლობაში მივეჩვიე, რომ ავადმყოფობა ფეხზე გადამაქვს, მაგრამ ეს უფრო მზაკვრულია. გაცილებით უფრო მზაკვრულია. ამიტომ დღეიდან სახლში ვმკურნალობ. მოვუწოდებ ყველა უკრაინელს, თავს გაუფრთხილდეს", - წერს პოროშენკო "ტვიტერზე".