Pfizer/BioNtech-ი ღარიბ და საშუალო შემოსავლის ქვეყნებს 2 მილიარდ დოზას დაპირდა

Pfizer-მა და BioNTech-მა  პირობა დადეს, რომ 2021 წლის ბოლომდე ღარიბ ქვეყნებში ვაქცინის 1 მილიარდ დოზას გაგზავნიან, კიდევ ერთ მილიარდს კი მომავალ წელს. ამის შესახებ Pfizer-ის უფროსმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

”Pfizer-ი და BioNTech-ი პირობას დებს, რომ მომდევნო 18 თვის განმავლობაში ღარიბ და განვითარებად ქვეყნებს 2 მილიარდი დოზით” - განაცხადა  ბურლამ რომში გამართულ საერთაშორისო ჯანდაცვის სამიტზე. 

მისივე თქმით, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები ვაქცინას წარმოების ფასში მიიღებენ, საშუალო შემოსავლის ქვეყნები კი ნახევარ ფასს გადაიხდიან, რაც დაახლოებით 20 აშშ დოლარის ტოლია.