Pfizer-მა ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვის გაცემა მოითხოვა

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კორპორაცია Pfizer-მა და გერმანულმა მედიკამენტების მწარმოებელმა BioNTech-მა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) COVID-19-ის ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების შესახებ ნებართვის გაცემის მოთხოვნით მიმართეს. ამის შესახებ CNN იუწყება. 

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ მოთხოვნის დამუშავებას, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირა დასჭირდება. გამოცემის ცნობით, ვაქცინების ტესტირების საკონსულტაციო კომიტეტის სხდომა სავარაუდოდ დეკემბრის დასაწყისშია დაგეგმილი. 

BioNTech-მა და Pfizer-მა განაცხადეს, რომ მათ ვაქცინის გამოყენების ნებართვის  გაცემი მოთხოვნით ასევე განაცხადები წარადგინეს მსოფლიოს მასშტაბით მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ავსტრალიაში, კანადაში, ევროპის ქვეყნებში, იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში. 

ცნობისთვის, Pfizer-ისა და BioNTech-ის COVID-19 ვაქცინის კლინიკური კვლევების მონაცემების საბოლოო ანალიზმა აჩვენა, რომ მისი ეფექტურობა 95%-ს შეადგენს.