Pfizer ვაქცინის წარმოებას 50%-ით ამცირებს

კომპანია Pfizer, მიწოდებასა და ტრანპორტრებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებას 50%-ით შეამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ Pfizer და BioNTech 2020 წლის ბოლომდე 100 მილიონი დოზა ვაქცინის წარმოებას გეგმავდნენ, ახლა ეს რიცხვი 50 მილიონამდე შემცირდა. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ კვლევის შედეგების თანახმად, BNT162b2-ის ეფექტურობა 95%-ს აღწევს, 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების შემთხვევაში - 94%ს აჭარბებს. სერიოზული გვერდითი მოვლენები კვლევის მონაწილეებში, რომელთა 40%-ზე მეტი 56-დან 85 წლამდე ასაკის ადამიანებია, ჯერ არ გამოვლენილა.