Pfizer ვაქცინის წარმოებას გააორმაგებს

ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის საწარმოო პროცესის მოდერნიზაციისა და ეფექტურობის ამაღლების შედეგად ვაქცინის წარმოების ორჯერ გაზრდა გახდა შესაძლებელი. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახურში განაცხადეს. შესაბამისად, პროდუქციის ერთი პარტიის გამოშვების ვადა 110 დღიდან 60 დღემდე შემცირდება. Pfizer-ის ვაქცინების ერთი პარტია 1-დან 3მილიონამდე დოზა ვაქცინას შეადგენს.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ერთი ვაქცინისთვის საჭირო გენეტიკური მასალის საწარმოებლად თავიდან 16 დღე სჭირდებოდათ. მალე ეს პროცესი 9-10 დღემდე შემცირდება.

მაისის ბოლოსთვის Pfizer აშშ-ს 200 მილიონ დოზა ვაქცინას მიაწვდის.