პირველად 18 წლის მანძილზე, ჰონგ-კონგის დემოკრატიული მარში გაუქმდა

პირველად 18 წლის მანძილზე, ჰონგ-კონგში გაუქმდა დემოკრატიული მარში, რომელიც 2003 წლიდან დემოკრატიის მხარდასაჭერად იმართება. ინფორმაციას ამის შესახებ Apple Daily ავრცელებს.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ტრადიციული მარში, რომელიც 1 ივლისს იმართება, წელს ვერ ჩატარდება, რადგან პოლიციამ ფრონტი "დაურეგისტრირებლად" გამოაცხადა. ეს ყველაფერი კი უსაფრთხოების კანონს უკავშირდება, რომელიც ჰონგ-კონგმა გასულ წელს საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო.

ჩინეთმა ჰონგ-კონგში ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ ახალი კანონი 30 ივნისს დაამტკიცა. ამ სამართლებრივი აქტით პეკინს ჰონგ-კონგში ნებისმიერი ანტისახელისუფლებო მოძრაობისა და პროტესტის დათრგუნვა შეუძლია. კანონი უმკაცრეს ზომებს ითვალისწინებს ჰონგ-კონგში სეპარატიზმის, ტერორიზმის, სახელმწიფო ძალაუფლების შელახვისა და უცხოეთის ანტიჩინურ ძალებთან ერთად შეთქმულების მოწყობის შეთხვევაში. წინასწარი მონაცემებით, მსგავსი ბრალდებები სასჯელის მაქსიმალურ ზომას, უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.