პირველი ევროპელი წყვილი, რომელიც 3D პრინტერით დაბეჭდილ სახლში ცხოვრობს - VIDEO

ჰოლანდიელი წყვილი პირველი 3D პრინტერით დაბეჭდილი სახლის მაცხოვრებლები გახდნენ ევროპაში. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian ავრცელებს. 

70 წლის ელის ლუტსი და 67 წლის ჰარი დეკერი ახალი სახლით კმაყოფილები არიან და აცხადებენ, რომ თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.

3D პრინტერით მშენებლობის უპირატესობა ისაა, რომ გარემო ნაკლებად ბინძურდება. ასევე გაცილებით იაფი ჯდება რთული ფორმების მქონე კონსტრუქციების შექმნა.