პირველი კომერციული ხომალდი კოსმოსში გაფრინდა - VIDEO

Space X-ის რაკეტის „ფალკონ 9-ის“ და მასზე მიმაგრებული კაფსულა Crew Dragon-ის პირველი პილოტირებული ფრენა წარმატებით განხორციელდა. 

ხომალდის ბორტზე NASA-ს ყველაზე გამოცდილი ასტრონავტები დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი იმყოფებიან. 

2011 წლის შემდეგ ეს პირველი მისიაა, რომელმაც ადამიანები ორბიტაზე ამერიკის მიწიდან უნდა გაიყვანოს. მისიის ფარგლებში, Crew Dragon-ის რაკეტა, პირველი კომერციული ხომალდია, რომელსაც ადამიანების კოსმოსში გაყვანა შეუძლია.

Crew Dragon-ის რაკეტის გაშვებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც დაესწრო.

Space X-ის რაკეტის, „ფალკონ 9-ის“ 27 მაისს დაგეგმილი გაფრენის პირველი მცდელობა 15 წუთით ადრე, უამინდობის გამო გაუქმდა.