პიტბულმა 7 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში 7 წლის გოგონა პიტბულის თავდასხმის შემდეგ გარდაიცვალა, მისი დედა კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ CBS 17 ავრცელებს.

ინციდენტი საღამოს საათებში მოხდა. დედა-შვილი მეზობლის პიტბულის ჯიშის ძაღლებს უვლიდა, რა დროსაც ისინი მათ თავს დაესხნენ. 

ძაღლები ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს. უცნობია რა გახდა მათი აგრესიის მიზეზი.