Politico NATO-ს გენერალური მდივნობის კანდიდატებს ასახელებს

ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა, შესაძლოა, სექტემბერში NATO-ს გენერალური მდივნის პოსტზე იენს სტოლტენბერგი შეცვალოს. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.

მისი ცნობით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსი უკვე დიდი ხანია მიდის საუბარი იმაზე, რომ 70 წლის მანძილზე პირველად, ორგანიზაციას, შესაძლოა, როგორც იქნა, ქალმა უხელმძღვანელოს.

გამოცემა სამ ფავორიტს ასახელებს, რომელთა შორის კალიულაიდის გარდა ხორვატიის ყოფილი პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი და ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე არიან.