პოლიციამ 11 წლის მძღოლი გააჩერა

დიდ ბრიტანეთში, ბლეკპულში 11 წლის ბიჭი ავტომობილს მართავდა და ქუჩაში გადაადგილდებოდა. ის საჯარო ავტოსადგომზე შენიშნეს.

აღმოჩნდა, რომ მარტო არ ყოფილა. პოლიციის განცხადებით, იქ ზრდასრულმა ნათესავმა მიიყვანა, რადგან იმის ყურებით დაიღალა, რომ ბიჭი მთელი დღეების მანძილზე კომპიუტერულ თამაშს "Grand Theft Auto-ს" თამაშობდა, მას კი სურდა, ეჩვენებინა, როგორია მანქანის ტარება რეალურად. 

ბრიტანული სააგენტოს "SWNS-ის" ცნობით, ზრდასრული პირი საგზაო წესების დარღვევაში დაადანაშაულეს, ხოლო მოზარდისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.