პოლიციამ ქალის გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის დაკავებული 4 კაცი მოკლა

ინდოეთის პოლიციამ ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებისა და მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 4 კაცი მოკლა. დაკავებულები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად მიიყვანეს, პოლიციელებს თავს დაესხნენ, ერთი მათგანი კი პოლიციელისთვის იარაღის წართმევას შეეცადა, რასაც სროლა მოჰყვა.

ინციდენტისას ორი პოლიციელი დაშავდა. პოლიციის მიერ ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულთა მკვლელობას მოსახლეობა დადებითად შეხვდა. მოქალაქეებმა პოლიციელები გმირებად შერაცხეს, მათ ქუჩაში ყვავილებით და ტკბილეულით შეეგებნენ. მოკლული ქალის ოჯახმა კი განაცხადა, რომ სამართალი აღსრულდა.