პოლონელ სამხედრო მაღალჩინოსანს კორონავირუსი აღმოაჩნდა

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სამხედრო მაღალჩინოსანს გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს. 

პოლoნეთის თავდაცვის სამინისტრომ საკუთარ ტვიტერზე დაწერა: "გერმანიაში ჯარის შეკრებიდან ჩამოსულ გენერალ მიკას კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. მასთან ერთად მყოფი ყველა ჯარისკაცი, კარანტინშია მოთავსებული".

იაროსლავ მიკა პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალია.