პოლონეთი “გაზპრომთან“ კონტრაქტს 2020 წლის შემდეგ აღარ გააგრძელებს

პოლონური ენერგეტიკული კომპანია PGNiG რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ კონტრაქტს 2020 წლის შემდეგ აღარ გააგრძელებს.

ამის შესახებ კონცერნის ხელმძღვანელმა პეტრე ვოზნიაკმა ქალაქ კრინიცა-ზდრუიში მიმდინარე საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმზე განაცხადა.

„2022 წელს ბევრი რამ შეიცვლება. იამალის კონტრაქტის ვადა იწურება და „გაზპრომთან“ კონტრაქტს აღარ გავაგრძელებთ. ეს სარისკოა“, - განაცხადა ვოზნიაკმა.

შეთანხმება რუსულ კომპანიასთან 1996 წელს გაფორმდა. შარშანდელი მონაცემების მიხედვით, პოლონეთმა რუსეთისგან 9,04 მლრდ შეიძინა.