პოლონეთში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა

პოლონეთში უამინდობის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა,18 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სამსახური აქვეყნებს.

ძლიერი წვიმა და გრიგალი გრძელდება. სტიქიამ 400 შენობა დააზარალა.

"ერთი ადამიანი დაიღუპა, 18 დაშავდა. დაშავებულთა შორის 5 მეხანძრეა, რომელიც მოსახლეობას ეხმარებოდა", - ნათქვამია საგანგებო სამსახურის განცხადებაში.

უამინდობამ პრობლემები ელექტრომომარაგების კუთხითაც შექმნა. ელექტროენერგიის გარეშე 27 ათასი აბონენტია დარჩენილი.