პოლონეთის ფერმაში ხანძრის შედეგად 40 000 ქათამი დაიხოცა

პოლონეთში ფრინველის ფერმაში ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 40,000 ქათამი დაიხოცა. 

ხანძარი ადგილობრივი დროით დილის 9:00 საათზე მეფრინველეობის ფერმაში გაჩნდა.

ადგილობრივი სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ფერმის არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.

ცნობილია, რომ ხანძრის ლიკვიდირებაში 11 სახანძრო ჯგუფი მონაწილეობდა.