პოლონეთის მთავრობა კარანტინშია

პოლონეთის მთავრობის ყველა მინისტრი კარანტინიდან იმუშავებს, სანამ კორონავირუსზე ტესტის პასუხს ელოდება. ანალიზები მათ მას შემდეგ ჩააბარეს, რაც გარემოს მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

პასუხები დღეს იქნება ცნობილი.

მანამდე კი ყველა მინისტრი დისტანციურად შეასრულებს მოვალეობას.

პოლონეთის გარემოს მინისტრს კორონავირუსი ორშაბათს საღამოს დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

პოლონეთში ამ დროისთვის COVID-19-ის 117 შემთხვევაა დაფიქსირებული. 4 ადამიანი გარდაიცვალა.