პოლონეთის პრემიერმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღზე ისაუბრა

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს უნდა გაიმართოს, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ასე კონსტიტუციის მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება და ქვეყანა არჩეული პრეზიდენტის გარეშე არ დარჩება.

"ჩვენ არჩევნების ჩატარება 28 ივნისს გვსურს. უფრო გვიანი თარიღი სასურველი არ არის, რადგან 6 აგვისტოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა იწურება", - განაცხადა მორავეცკიმ.