პოლონეთის სამგზავრო თვითმფრინავი გატაცების სიგნალს აგზავნის

სამგზავრო თვითმფრინავმა Boeing 737-86X-მა, რომელიც პოლონეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს ეკუთვნის, გატაცების შესახებ სიგნალი გაუშვა. ამის შესახებ OpenSky Alerts იუწყება. 

პილოტმა დისპეტჩერთან კოდი 7500 გაუშვა, რაც ნიშნავს შეტყობინებას "თვითმფრინავი გატაცებულია".

ამ დროისთვის ლაინერი პოლონეთის ტერიტორიზე ჩეხეთის საზღვართან ახლოს იმყოფება. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.