პოლონეთმა ჩეხეთიდან ელჩი გაიწვია

ვარშავამ ჩეხეთის რესპუბლიკიდან პოლონეთის ელჩი, მიროსლავ იასინსკი გაიწვია. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას პოლონეთის მთავრობის პრესმდივანი პიოტრ მიულერი ავრცელებს.

მიროსლავ იასინსკის გაწვევა Deutsche Welle-სთან ინტერვიუსთან არის დაკავშირებული, სადაც დიპლომატმა ჩეხეთთან ტურუვის მაღაროზე დავის გამო პოლონეთის პოზიცია გააკრიტიკა.

"ჩვენ ვერ დავეთანხმებით ტურუვის შახტზე უკიდურესად უპასუხისმგებლო განცხადებებს. ყველა პოლონელი დიპლომატი უნდა ზრუნავდეს პოლონეთის ინტერესებზე", - განაცხადა მიულერმა.

პოლონეთის ელჩმა ჩეხეთში იასინსკიმ Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლონეთ-ჩეხეთის საზღვარზე მდებარე ტურუვის ქვანახშირის მაღაროსთან დაკავშირებული დავის სწრაფად გადაწყვეტა ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ „უპირველეს ყოვლისა პოლონური მხარის“ მიერ  დიალოგისთვის მზადყოფნა არ იყო.