პოლონეთში 57 მგზავრით დატვირთული ავტობუსი გადაყირავდა

პოლონეთში, ქალაქ კასიჩეს მახლობლად ავტობუსი ავარიაში მოყვა. ინციდენტის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Twitter-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

ადგილობრივი მედიის თანახმად, ავტობუსში სულ 57 ადამიანი იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით დაღუპული 6 ადამიანი უკრაინის მოქალაქეა. ამასთან, 15 პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ადგილობრივი გაზეთი TVN24-ის ცნობით, ინციდენტის შედეგად 41 მგზავრის დაშავდა.