პოლონეთში, არჩევნებში ანჯეი დუდა ლიდერობს

ბიულეტენების 99,97%-ის დათვლის შემდეგ, პოლონეთის პრეზიდენტის არჩევნებში მოქმედი ლიდერი ანჯეი დუდა ლიდერობს.

პოლონეთის სახელმწიფო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დუდას ხმა ამომრჩეველთა 51,21%-მა მისცა. მის კონკურენტს, ვარშავის მერს რაფაელ ტშასკოვსკის 48,79%-მა დაუჭირა მხარი.