პოლონეთში გრიპს 28 ადამიანი ემსხვერპლა

პოლონეთში გრიპის ვირუსს, სეზონის დაწყებიდან დღემდე, 28 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ლუკაშ შუმოვსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, პოლონეთში ახალი ტიპის კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა ფიქსირდება.

"პოლონეთში ამ სეზონზე გრიპს 28 ადამიანი ემსხვერპლა, 11 ათასი ადამიანი საავადმყოფოში იყო მოთავსებული", - აღნიშნა შუმოვსკიმ.