პოლონეთში მცირე ზომის ვერტმფრენი სახლს შეეჯახა - VIDEO

პოლონეთში, მცირე ზომის სპორტული ვერტმფრენი კერძო სახლს შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

ინციდენტი ქალაქ კოროსნოში, დაახლოებით დილის 08:00 საათისთვის მოხდა. სპორტული Rand Robinson KR-1-ის ტიპის ვერტმფრენი, ძრავის გაუმართაობის გამო ჩამოვარდა.

თვითმფრინავში მხოლოდ ერთი ადამიანი იყო - 69 წლის პილოტი იმყოფებოდა, რომელმაც კატაპულტირება მოასწრო. მას მძიმე დაზიანებები არ აღენიშნება. შემთხვევის შედეგად სხვა პირები არ დაშავებულან.