პოლონეთში საერთაშორისო ფრენებზე აკრძალვა 16 ივნისამდე გახანგრძლივდა

პოლონეთი საერთაშორისო ფრენების აკრძალვას 16 ივნისამდე გაახანგრძლივოს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, პოლონურმა ავიაკომპანია LOT-მა ქვეყნის დიდ ქალაქებს შორის, კრაკოვს, გდანსკს, ვარშავასა და ვროცლავს შორის რეისები 1 ივნისიდან აღადგინა. 

ბოლო მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე პოლონეთში COVID-19-ის 25 410 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 1 137 ადამიანი.