პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იქნება

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების 100% დათვლილია. მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი ანჟეი დუდა და რაფალ ტშასკოვსკი დაუპირისპირდებიან.

სახელმწიფო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მმართველი პარტიის "კანონი და სამართალი" კანდიდატს ანდჟეი დუდას ამომრჩეველთა 43.5%-მა მისცა ხმა. ოპოზიციური "სამოქალაქო პლატფორმის" კანდიდატს, ვარშავის მერს რაფალ ტშასკოვსკის კი - 30,46%.

დამოუკიდებელი კანდიდატი, ჟურნალისტი და პუბლიცისტი შიმონ ჰოლოვნია 13.87% -ით მესამე ადგილზე გავიდა.