პოლონეთში უამინდობას წყალდიდობა მოჰყვა

პოლონეთში, ძლიერი წვიმის შედეგად მრავალი დასახლება და გზა დაიტბორა. ზოგიერთ მდინარე ნაპირებიდან გამოვიდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ტორნადოც კი ნახეს. ინფორმაციას Polsat News ავრცელებს.

მალოპოლსკის სავოევოდოში 700-ზე მეტი შენობა, მიწისქვეშა ავტოფარეხები, გზების 100 მონაკვეთი, ეზოები და ქუჩები დაიტბორა.

ტორნადოები ჟეშუვეში დაფიქსირდა.