პომპეო: ჩინეთი ცდილობს აშშ-ში გამართული აქციები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ჩინეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. პომპეოს განცხადებით, ჩინეთი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო აშშ-ში გამართულ საპროტესტო აქციებში, პოლიტიკური სარგებელს ეძებს.

"ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაჟინებული მცდელობები, გამოიყენონ ჯორჯ ფლოიდის ტრაგიკული გარდაცვალება საკუთარი პოლიტიკური სარგებლისთვის, წარუმატებელი აღმოჩნდება. ვერ მოხდება. პეკინი  ყოველთვის უმოწყალოდ იყენებს კომუნიზმს. ყველაზე რთული გამოწვევების ფონზე, შეერთებული შტატები შეინარჩუნებს თავისუფლებას", - წერს პომპეო სოციალურ ქსელში.