რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ რუსეთის მიერ შემოთავაზებული წინადადებების შესახებ ტელეფონით ისაუბრეს, რომელიც გაერო-ს ვიდეოკონფერენციის გამართვას და ირანთან დაკავშირებული საკითხების განხილვას ითვალისწინებს. ამის შესახებ Reuters იუწყება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეერთებულ შტატებს გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნების, გერმანიისა და ირანის ლიდერებს შეკრება შესთავაზა, რათა მოიძიონ ზომები სპარსეთის ყურეში საიმედო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.