პორტუგალია კოროანვირუსის გამო მიგრანტებს ბინადრობის უფლებას ანიჭებს

პორტუგალიაში, კორონავირუსის პანდემიის გამო, მიგრანტები მუდმივი ბინადრობის მოწმობის მქონე პირთა ანალოგიურ უფლებებით 3 თვის განმავლობაში ისარგებლებენ. რაც იმას გულისხმობს, რომ  1 ივლისამდე, ყველა მიგრანტს საშუალება ექნება ისარგებლოს საზგადოებრივი სერვისებითა და სამედიცინო დაწესებულებებით. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პორტუგალიაში კორონავირუსით 5 170 პირია ინფიფიცრებული, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 100-ს აღწევს. ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, ეპიდემია პიკს მაისის ბოლოს მიაღწევს.

2019 წლის მონაცემებით, პორტუგალიაში მუდმივი ბინადრობის მოსაპოვებლად განაცხადი 580 000-მა აპლიკანტმა შეავსო.