პორტუგალია საზღვრებს ხსნის

პორტუგალია 17 მაისიდან ევროპის უმეტესი ქვეყნებისათვის საზღვრებს გახსნის. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიის საზღვრები მომავალი კვირიდან ევროკავშირის წევრი ქვენებისთვის, ასევე შენგენის ზონის სახელმწიფოებისთვის და დიდი ბრიტანეთისთვის გაიხსნება.

თუმცა, პორტუგალიაში შესვლა მხოლოდ იმ ქვეყნებიდან იქნება შესაძლებელი, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში COVID-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 ათას ადამიანზე 500 შემთხვევას არ აღემატება.

შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება სამხრეთ აფრიკის, ბრაზილიის, ინდოეთის, კვიპროსის, ხორვატიის, ლიტვის, ჰოლანდიისა და შვედეთისთვის.