პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ქვეყნის ბარები და ღამის კლუბები ოქტომბრამდე იქნება დახურული, სანამ ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. ამის შესახებ Euractiv წერს.
მოგვიანებით, ღამის ცხოვრების დაწესებულებები კვლავ გაიხსნება იმ სტუმრებისთვის, რომლებიც COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატს ან ექვივალენტს წარმოადგენენ.
პორტუგალიის ღამის კლუბები პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან დაიხურა.
ამასთან, პრემიერის თქმით, 1 აგვისტოდან შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ფაზა დაიწყება. ხელისუფლება ამ დროისთვის მოსახლეობის 57 პროცენტის ვაქცინაციას იმედოვნებს. მეორე ფაზის დაწყება 5 სექტემბრიდან იგეგმება, მესამე და ბოლო ფაზა კი ოქტომბერში აიღებს სტარტს.