პორტუგალიაში მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდებული საფეხმავლო ხიდი გაიხსნა

პორტუგალიის ჩრდილოეთით მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდებული საფეხმავლო ხიდი გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ ახალი ღირსშესანიშნაობა ხელს შეუწყობს COVID-19 პანდემიით დაზარალებული ტურიზმის აღორძინებას.

516 მეტრი სიგრძის ხიდის მშენებლობას დაახლოებით ორი წელი დასჭირდა. ის გადაჭიმულია მდინარე პაივას თავზე, 175 მეტრის სიმაღლეზე.