პორტუგალიაში პრეზიდენტი აირჩიეს

პორგუგალიის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა ლიდერმა, 72 წლის მარსელუ რებელუ დი სოზამ გაიმარჯვა.

ბიულეტენების 99.9% დამუშავების შემდეგ, მარსელუ რებელუ დი სოზამ ხმების 60.7% (2.519.599 ხმა) მიიღო.

მარსელუ რებელუ დი სოზამ საპრეზიდენტო არჩევნები ყველა საარჩევნო ოლქში მოიგო, რაც ქვეყნის ისტორიაში პირველად ხდება.

მისმა კონკურენტმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა ანა გომეშმა ამომრჩეველთა ხმების 12,93 პროცენტი მიიღო.