პორტუგალიაში სანაპიროები გაიხსნა

პორტუგალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სანაპიროები, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით 18 მარტიდან ჩაიკეტა, დღეიდან გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ქვეყანაში ექვსკვირიანი საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება.

სანაპიროების გახსნა 6 ივნისიდან იგეგმებოდა, თუმცა მთავრობამ შეზღუდვები მოხსნა დააჩქარა.

პორტუგალიაში COVID-19-ით ინფიცირების 30,471 დადასტურებული შემთხვევაა, დაავადებას 1,302 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.