პორტუგალიის ექს-პრეზიდენტი გარდაიცვალა

პორტუგალიის ყოფილი პრეზიდენტი, ჟორჟე სამპაიო 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ყოფილი სახელმწიფო მეთაური ლისაბონის საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა რესპირატორული დაავადების გამო. გავრელებული ინფორმაციით, სამპაია ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს უჩიოდა.

სამპაიო ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს 1996 წლიდან 2006 წლამდე იკავებდა.