პორტუგალიის მოსახლეობის 80% სრულად აცრილია

პორტუგალიის მოსახლეობის 80%-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ორივე დოზა აქვს გაკეთებული.

ჯამში ქვეყნის 10-მილიონიანი მოსახლეობიდან, 8.2 მილიონი მოქალაქე სრულად ვაქცინირებულია.

პორტუგალიის ვაქცინაციის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვიცე-ადმირალმა ჰენრიკე დე გუვეია ე მელოსმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მალე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყება.