პორტუგალიის პრეზიდენტი COVID-19-ით დაინფიცირდა

პორტუგალიის პრეზიდენტი მარსელუ რებელუ დე სოუზა კორონავირუსით დაინფიცირდა.

"გუშინ რესპუბლიკის პრეზიდენტის კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს COVID-19 ანტიგენების არსებობის ტესტი უარყოფითი იყო, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ PCR ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა", - ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის შეტყობინებაში.

გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე განმარტებულია, რომ პორტუგალიის ლიდერს კორონავირუსთან დაკავშირებული სიმპტომები არ აღენიშნება.