პრაღის პოლიციამ სპორტის გულშემატკივრების აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა

პრაღის პოლიციამ სპორტის გულშემატკივრის მიერ გამართული საპროტესტო აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. 

ჩეხეთის დედაქალაქში გამართული აქციის მონაწილეები, COVID-19-ის გამო, სპორტული ღონისძიებების გაუქმებას აპროტესტებდნენ. შეკრებილთაგან ბევრს არ ეკეთა ნიღბები და არ იცავდა დისტანციას.

ჩეხეთში 5 ოქტომბრის შემდეგ, 500-ზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა. მომიტინგეებმა პოლიციის ქმედებების საპასუხოდ მათ ქვები დაუშინეს. 

"დემონსტრანტებმა დაარღვიეს საგანგებო სიტუაციების წესები, რადგან მათ გადააჭარბეს მონაწილეთა რაოდენობას, არ დაიცვეს დისტანცია და არ ეკეთათ ნიღბები", - განუცხადა ჟურნალისტებს პრაღის ხელისუფლების წარმომადგენელმა ვიტ ჰოფმანმა.