პრაღის ზოოპარკში ორი ლომი და ერთ გორილა COVID-19-ით დაინფიცირდნენ

პრაღის ზოოპარკში, ტესტირების შედეგად, ორ ინდურ ლომსა და 30 წლის მდედრობითი სქესის გორილას კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ისინი სავარაუდოდ თანამშრომლებისგან დაინფიცირდნენ. ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა განაცხადა.

"საუბარია ინდურ ლომებზე, ჯამვანასა და სუჰაზე, ასევე გორილა რიჩარდზე. ლომებს აღენიშნებათ ხველა და ცხელება, ხოლო გორილას მადის დაკარგვა და დაღლილობა", - დასძინა დირექტორმა.

ზოოპარკის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსზე ტესტირება ეტაპობრივად სხვა ცხოველებსაც ჩაუტარდება. გარდა ამისა, იგეგმება გენეტიკური ანალიზის ჩატარება იმის გასარკვევად, თუ რა ტიპის COVID-19-ით ინფიცირდებიან ცხოველები.