პრინც ჩარლზს კორონავირუსი აქვს - განახლებულია

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორეს შვილს, პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

"უელსის პრინცის ტესტის პასუხი კორონავირუსზე დადებითია", - ნათქვამია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.

71 წლის პრინცს ჩარლზს COVID-19-ის მსუბუქი სიმპტომები აქვს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ტესტი პრინცის მეუღლემ, კამილამაც ჩააბარა. მისი პასუხი უარყოფითია. წყვილი თითიზოლაციაში, შოტლანდიაში მდებარე სახლშია ამჟამად.