პრინცი ჰარი მემუარებს გამოსცემს

სასექსის ჰერცოგი პრინცი ჰარი, გამოცემა Penguin Random House-სთან თანამშრომლობით, მემუარების წიგნის გამოქვეყნებაზე მუშაობს. 

ბრიტანული გამოცემა Daily Telegraph-ის ცნობით, ჰარი წიგნს მომავალი წლის ბოლოს გამოსცემს და მისი მემუარები სამეფო ოჯახის რეპუტაციისთვის, შესაძლოა, კიდევ ერთი დარტყმა აღმოჩნდეს.

როგორც თავად პრინცი ჰარი აცხადებს,  მისი მემუარები ყველაზე გულახდილი და გულწრფელი იქნება.