პუერტო-რიკოს სანაპიროზე 6,0 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა

ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის (USGS) განცხადებით, პუერტო-რიკოს სანაპიროზე 6,0 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი გუიანის მუნიციპალიტეტიდან 14 კმ-ის მოშორებით მდებარეობს.

ინფორმაცია შესაძლო მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს.