პუტინი ახალი ვადით კენჭისყრის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, კონსტიტუციაში შესაბამისი შესწორების დამტკიცების შემთხვევაში, მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული გამოცემა ავრცელებს.

”ჩემთვის ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. არ გამოვრიცხავ ამის შესაძლებლობას, თუ კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება შევა. ყველაფერი მაშინ გაირკვევა", - განაცხადა პუტინმა.

კრემლის ლიდერმა მაღალჩინოსნებს მიმართა, რომ მისი შემცვლელის ძებნას ჯერ ნუ დაიწყებენ და ნაცვლად ამისა მათთვის დაკისრებული საქმე შეასრულონ.