პუტინის, ალიევისა და ფაშინიანის მოლაპარაკებები დასრულდა

მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები დასრულდა.

ლიდერების შეხვედრა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა, რომლის შემდეგ პუტინმა ყარაბაღის განვითარებაზე ერთობლივი განცხადების ხელმოწერის შესახებ განაცხადა.

ამასთან, ვლადიმერ პუტინი ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან ცალკე შეხვედრებს გამართავს.