პუტინმა ალიევთან და ფაშინიანთან ყარაბაღის საკითხი განიხილა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთიანი ყარაბაღის საკითხი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან განიხილა

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების მოქმედება დადებითად შეაფასეს. 

საუბრის დროს სამი ქვეყნის ლიდერებმა 2020 წლის 9 ნოემბრის და 2021 წლის 11 იანვრის სამმხრივი განცხადებების რეალიზაციის პრაქტიკული ასპექტები განიხილეს.

„კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მკაცრად არის დაცული და ზოგადად, რეგიონში ვითარება სტაბილური და მშვიდია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის საკითხებს.