პუტინმა აშშ-თან უერთიერთობა 3-ით შეაფასა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვი-ვაშინგტონის ურთიერთობები 5 ბალიანი სისტემიდან 2-სა და 3-ს შორის შეაფასა. ‘“უფრო ალბათ სამი“ - განაცხადა პუტინმა ТАСС-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

დადებითი ურთიერთობების მაგალიათად პუტინმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვა დაასახელა.

კითხვაზე, აშშ-ის პრეზიდენტებთან ურთიერთობის შესახებ პუტინმა განაცხადა, რომ უჭირს იმის თქმა აშშ-ის რომელ პრეზიდენტთან უფრო კომფორტული იყო ურთიერთობა. რაც შეეხება ტრამპს, „ის მე ვლადიმერს მეძახის, მე კი მას დონალდს“, - განაცხადა პუტინმა.